თეგებით ძიება
21. 05. 2022 მსოფლიო

უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს

ოდესის რეგიონის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 20 მაისს უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს.

"44 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არაერთხელ იყო ნასამართლევი, უკრაინაში კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი რუსი და ქართველი „კანონიერი ქურდების“ ინტერესებს წარმოადგენდა “ - წერია განცხადებაში.

დაკავებული ქართველი ასევე შეყვანილი იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში, როგორც ადამიანი, ვისი ქმედებებიც ეროვნულ უსაფრთხოებას და მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა