თეგებით ძიება

"გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა" - ნიკა გვარამიას პირველი გზავნილი რუსთავის ციხიდან

"მთავარი არხის" დირექტორმა რუსთავი ციხიდან პირველი წერილი გამოაგზავნა.

მისი თმით, "გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა".

"ბაღო, ნოდარიკო, ქაშიკა, მოგესალმებით სამივეს! ვხვდები, რომ არაფერია უფრო კონსოლიდირებული ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვაში, არაფერია უფრო გამბედავი რუსეთთან და მის ადგილობრივ დამქაშებთან ბრძოლაში, არაფერია უფრო კომპეტენტური და პროფესიისთვის თავდადებული ჩვენი ქვეყნის სამსახურში, ვიდრე ქართული კრიტიკული მედია. მიიღეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და უღრმესი სიყვარული. ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის. აბა თქვენ იცით, საერთო გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დარჩა", - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა