თეგებით ძიება

ახალი სპეცოპერაცია გვარამიას წინააღმდეგ - როგორ აპირებს ხელისუფლება შეაღწიოს "მთავარის" მართვაში?!

ახალი სპეცოპერაცია "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - როგორ აპირებს ხელისუფლება შეაღწიოს "მთავარი არხის" მართვაში?! - ხმაურიანი რეპორტაჟი "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ მოამზადა.

კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის ციხეში გაშვების გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სამ საათში, "რუსთავი 2"-ის მფლობელი ჩნდება - ქიბარ ხალვაში, ნიკა გვარამიასგან "რუსთავი 2"-ისთვის მიყენებული "ზარალის", 6,7 მილიონი ლარის ანაზღაურებას მოითხოვა.

"ტვ პირველის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით ჩნდება განცდა, რომ გვარამიას წინააღმდეგ ახალი დავის დაწყების შესახებ განცხადება ქიბარ ხალვაშს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, არ დაუწერია და წინასწარ მომზადებული ტექსტი უბრალოდ მისი სახელით გავრცელდა.

მეტი სიცხადისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, ნიკა გვარამიას ციხეში გაშვების გადაწყვეტილება, 16 მაისს, 10:29 საათზე გამოაცხადა. ქიბარ ხალვაშმა კი გვარამიას წინააღმდეგ ახალი დავის დაწყება, იმავე დღეს, 13 საათსა და 37 წუთზე დაანონსა. ანუ გამოდის, რომ უცხოეთში მყოფ ქიბარ ხალვაშს 3 საათი და 8 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი მოესმინა, გაენალიზებინა, ახალი სამართლებრივი დავის დაწყების გადაწყვეტილება მიეღო, სტრატეგია დაესახა, განცხადება დაეწერა, დაერედაქტირებინა, შემდეგ, თბილისში გადმოეგზავნა და რუსთავი 2- ის ვებ-გვერდის საშუალებით გამოექვეყნებინა. ქიბარ ხალვაშის გარემოცვა, მათ, ვინც მას წლებია იცნობს, ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელ მფლობელს, ამ განცხადების დაწერა, თავად, ფიზიკურად არ შეეძლო.

ქიბარ ხალვაშმა განცხადებაში თქვა რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილების საფუძველზე ნიკა გვარამიას კიდევ უჩივლებს და ამჯერად მის დამნაშავედ ცნობას კი არა, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, 6 მილიონ 700 ათასი ლარის ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

გვარამიას ამდენი, ფიზიკურად არც ფული აქვს და არც ქონება. მისი მთავარი აქტივი "მთავარი არხის" წილის 12 % ია, შესაბამისად, იძულებითი აღსრულებით, გვარამიას ეს წილი შესაძლოა, ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს რომ "მთავარი არხის" მმართველობაში, ხალვაშის ფორმაში გადაცმული "ქართული ოცნება" შეაღწევს.




წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა