თეგებით ძიება

"როდესაც ტელეფონში 1200-დოლარიანი “ბოტასი” გაქვთ და ფეხზე 30-ლარიანი გაცვიათ, რაღაც წესრიგში ვერ არის..." - ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე კრიპტო ბოტასების შესახებ სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში წერს:

"ბევრმა მკითხა აზრი ე.წ ”ბოტასით” ფულის გამომუშავების შესახებ
მოდი ესე გეტყვით ‼️ როდესაც ტელეფონში 1 200 დოლარიანი “ბოტასი” გაქვთ და ფეხზე 30 ლარიანი გაცვიათ ესეიგი რაღაც წესრიგში ვერ არის.
არცერთი ბიზნესი დედამიწაზე არ შექმნილა იმის გამო, რომ ფული იშოვნოს “ყველამ”.

ფინანსური პირამიდები იხვეწება (მარტივი გამდიდრების სურვილით შეპყრობილების ხარჯზე) ვისაც არ გახსოვთ რა არის Q NET დასერჩეთ და ნახავთ. 5-6 წლის წინ მისი ბუმი იყო საქართველოში.

იმუშავეთ 25 საათი კვირაში 8 დღე, ატრიალეთ იდეები, შექმენით ახალი, იფიქრეთ სულ და მერე მართლა იყიდით 1 200 დოლარიან ბოტასს ოღონდ ნამდვილს", - წერს ოთო აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა