თეგებით ძიება

უგუნურები არიან - მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს

ბოდბელმა მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკბს და მათ უგუნურებს უწოდებს.

"ჩვენც გვმართებს დაფიქრება, ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ ხომ ხედავთ?! და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ, საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან არიან, უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როცა მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა, ისინი არიან უგუნურები. მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, არც სხვას, თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. აბა ამერიკასთან მიდი და გაუბედე, რასაც გიზამს არავის გაუყო მერე. ვინ არიან ისინი, ეს უგუნური ადამიანები, რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, დახმარების მეტს რას ვაკეთებთ და რა უნდათ ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხისთვის იფიქროს", - აცხადებს ამბობს იაკობი ქადაგებისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა