თეგებით ძიება
01. 06. 2022 News-ები

ფრთხილად, შესაძლოა GWP ჩასწორებულ ჩვენებებს მაინც გახდევინებდეთ!

საინფორმაციო პორტალ TIA.ge-ს თბილისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი დაუკავშირდა და ინფორმაციის გავრცელება თხოვა, რათა ის ვინც წყალს მრიცხველების საშუალებით აღრიცხავს და გადასახადს იხდის შესაძლოა კომპანია არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდეს.

როგორც მაცხოვრებელი აღნიშნავს ზამთარში, როცა თითქმის ყველა კომუნალური კომპანია დაჯარიმდა მრიცხვეების არასწორი ჩვენების აღებისთვის და მოსახლეობისთვის დამატებით გადასახადის დაკისრებისთვის, მასაც იგივე შემთხვევა ქონდა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან. რის გამოც მან სემეკს საჩივრით მიმართა. რის შემდეგაც არასწორი ჩვენებით დარიცხული თანხა 25.43 ლარის კორექცია განხორციელდა. (იხ.ფოტო)

ფრთხილად, შესაძლოა GWP ჩასწორებულ ჩვენებებს მაინც გახდევინებდეთ!


როგორც მომხმარებელი აცხადებს 25 თებერვალს ნათლად ჩანს რომ ჩვენება დაფიქსირებულია 507 და ამით მასა და კომპანიას შორის წინა არასწორი თუ სწორი დავალიანება გასწორებულია და 0 ლარიდან იწყება აღრიცხვა.
ამის შემდეგ მრიცხველზე ფიქსირდება ჩვენება 546,9 და გადასახადი 19.96 ლარი რომელიც მომხმარებელმა ჩვეულებისამებრ დაფარა. შემდეგი ჩვენება კი 598-ია ხოლო თანხაში რატომღაც 66.04 ლარი ფიქსირდება.



როგორც რესპოდენტი ამბობს, სწორედ ამ თანხამ დააეჭვა იგი რადგან მიმდინარე ჩვენებას რომ გამოაკლო ახალი ჩვენება 598-546,9=51,1 კუბია რაც 25.55 ლარი უნდა ყოფილიყო.

"როდესაც ცხელ ხაზზე დავრეკე განმიცხადეს რომ ახალ ჩვენებას 598 აკლდება წინა ჩვენება 466 (რომელიც იყო თებერვლის კორექტირებამდე სადაც დაფიქსირდა 507 ბოლო ჩვენება) რაც ჯამში 132 კუბია ხოლო თანხაში ეს 66.04 თეთთრია, ამას კი გამოაკლდებოდა 546 ჩვენებისთვის ჩარიცხული 19.96 ლარი და შესაბამისად გადასახადი თანხა 46,08 ლარი. რა თქა უნდა ამ თანხამაც გამაოცა რადგან რატომ უნდა გამოაკლო ახალ ჩვენებას 3 თვის წინანდელი ჩვენება, როცა შუაში კიდევ 2 ჩვენებაა. თუმცა ცხელ ხაზზე განაცხადეს, რომ მათ 507 ჩვენება (კორექცია) არ უჩანთ და არ იციან რაზე ვსაუბრობ." - ამბობს რესპოდენტი

TIA.GE-მ რესპოდენტს კითხა, თუ გააკეთა განაცხადი ან ახალი საჩვარი ამის შესახებ?

- დიახ ამ ჯერად თავად კომპანიაში გადავწყვიტე აღნიშნული საკითხის გარკვევა და სემეკისთვის არ მიმიმართავს. დავწერე განცხადება და ავღწერე სიტუაცია, აქვე გამოვთქვი მოსაზრება და მგონი დასაბუთებულია ეს მოსაზრება, რომ კომპანიაში ხდება უკვე ჩამოწერილი თანხის უკან დარიცხვა და ანგარიშს მიხედვით სწორედ ჩამოწერილი 25 ლარით მეტის გადახდა მიწევდა.

- თუ გიპასუხათ კომპანიამ?

- დიახ მითთებული მაქსიმალური ვადა დაჭირდათ იმისთვის რომ კალკულატორზე ანგარიში გაეკეთებინათ და მოიწერეს პასუხი რომლის ფოტოსაც გიგზავნით და განვმარტავ მათ აბსურდულ პასუხსაც.


ბატონი გიორგი სვანიშვილი მწერს, რომ თურმე წინა ჩვენებაა 507 (რომელიც ქოლ ცენტრს რო კიტხო არ ჩანს არსად და წინა ჩვენება 466-ია) ხოლო ახალი ჩვენება 598 რის საფუძველზეც მაისის თვეში დამერიცხა 46.08 ლარი. როგორც ჩანს ბატონ გიორგის კალკულატორი გაუფუჭდა, რადგან 598-507=91 კუბი, რაც თანხობრივად ტარიფზე გამრავლებით 45,52 ლარია (კიდევ ტყუილი). ამასთან ბატონ გიორგის დაავიწყდა რომ გამოეკლო შუა პერიოდში გადახდილი 19.96 ლარი, რომელიც მისმა ოპერატორებმა იცოდნენ მან არა და რეალურად ჩვენებები სწორიც რომ იყოს 45,52-19,96= 25,5 ლარია.
ამის შემდეგ კვლავ დავრეკე ქოლ ცენტრში და მითხრეს, რომ ეს მათ პასუხია და მორჩა უნდა მივიღო, გასაჩივრება არ ხდება და ანგარიშს აზრი არ აქვს და 19.96 ლარი უკვე გამოკლებულია, მაგრამ სად და როგორ ვერ ახსნა, რადგან 46.08 როგორ მიიღეს თ გამოაკლეს არ იცის.

- და ამის შემდეგ რა მოიმოქმედეთ?

- ახლა უკვე კვლავ სმემეკს დავუბრუნდი და რა თქმა უნდა კორექციას არ დავჯერდები, საჭიროა ასეთი უპასუხისმგებლო და მატყუარა კომპანია (პირდაპირ ოფიციალურ წერილში იტყუებიან) პასუხი უნდა აგოს. ამასთან თქვენ მოგმართეთ, რადგან არაა გამორიცხული მსგავსად სხვა მომხმარებლებსაც ზამთარში სემეკის მიერ ჩამოწერილ თანხები კვლავ დაარიცხონ, ისე რომ ვერც გაიგონ. ჩემთან ბევრი მოუვიდათ და 25 ლარის დანამატის მიხვედრა არც ისე რთულია, მაგრამ სხვამ შესაძლოა 5-10 ლარი ვერც გაიგოს, ამიტომ ვირბინოთ კალკულატორებით, სანამ სემეკი პასუხს არ მოთხოვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა