TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
  • საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

    გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 24, 25, 26 და 27 ივნისს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა განცხადებაშია ნათქვამი.

    რაც შეეხება მატარებლის მოძრაობის განრიგს, დამატებითი რეისი თბილისიდან 00:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან 00:20-ზე გამოვა.

    საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
    100 ნახვა