თეგებით ძიება

საქართველოზე, სავარაუდოდ, ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება - ესტონეთის პრემიერი

უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ სტატუსს, საქართველოზე კი სავარაუდოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ევროპული პერსპექტივის იმედი მივცეთ. ეს ჩვენი საკუთარი ისტორიიდან ვიცით. არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა გარკვეულ პოლიტიკურ პერიოდში, როდესაც ხალხი ერთმანეთს ხელს კიდებს და მზადაა საჭირო რეფორმები ჩაატაროს. ამას ვხედავთ ახლა უკრაინაში, სწორად ამიტომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ სტატუსს, საქართველოზე კი სავარაუდოდ ევროპული პერსპექტივის მინიჭება გადაწყდება. ეს ყველაფერი უკავშირდება გარკვეულ პირობებს, რასაც საბოლოოდ მოჰყვება წევრობა. რთულია რადგან 27 წევრი სახელმწიფოა და ისინი უნდა შეთანხმდნენ. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ დღეს. შესაძლოა ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ევროკავშირს, შესაფერი დრო ხელიდან გავუშვით, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ეს დრო ისევ დაბრუნდება", აცხადებს ესტონელი პოლიტიკოსი.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა