თეგებით ძიება

20 ტყვია ესროლეს - ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, წყნეთის გზაზე, ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი, ლევან კაჭარავა მანქანაში ჩაცხრილეს.

"მთავარი არხია" ინფორმაციით, ბიზნესმენს, სავარაუდოდ, 20 ტყვია ესროლეს.

Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი ლევან კაჭარავა 53 წლის იყო. წლების წინ, მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად კომპანია Silk Road Group დააფუძნა და მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

შემთხვევის ადგილას ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შსს-ს ცნობით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა