თეგებით ძიება

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! - "სირცხვილიამ" მოთხოვნები დაასახელა

თბილისში, რუსთაველის გამზირე შეკრებილებმა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორ "სირცხვილიას" ხელმძღვანელმა, შოთა დიღმელაშვილმა ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დაანონსა.

"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს" განაცხადა აქციაზე, "სირცხვილიას" ხელმძღვანელმა, შოთა დიღმელაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა