თეგებით ძიება

"მაიდანი" შეიძლება გახსნილად გამოვაცხადოთ" - ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტისა და რადას დეპუტატის, დავით არახამიას გამოსვლას აფასებს:

"გუშინ, უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! - ეუბნება აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ - ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ, დავით არახამია.

ხომ ვამბობდი, გუშინ რომ მალე ახალი ფაქტები და ახალი ფიგურები გამოჩნდებიან. ჯერ სადა ხართ....
ითხოვენ მთავრობის გადადგომას ერთი კვირის ვადაში და ტექნიკური მთავრობის შექმნას -ზუსტად იმას რასაც ურჩევდა სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია.

ასე, რომ "მაიდანი" შეიძლება გახსნილად გამოვაცხადოთ", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

"მაიდანი" შეიძლება გახსნილად  გამოვაცხადოთ" - ზაალ ანჯაფარიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა