ლევან დემეტრაძე, რომელიც ვალესთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ის ადიგენის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
ლევან დემეტრაძე 9 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა16 ივნისს მოხდა. "პიკაპის"ტიპის ავტომობილი ხევში გადავარდა, რა დროსაც მამაკაცი სალონიდან გადმოვარდა. მასთან ერთად ავარიაში მისი არასრუწლოვანი შვილი მსუბუქად დაშავდა.