თეგებით ძიება

"ყველა დილა ასეთი ბედნიერი ამბებით უნდა დაიწყოს" - რას წერს აკა სინჯიკაშვილი?

სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ყველა დილა ასეთი ბედნიერი ამბებით უნდა დაიწყოს
კიდევ ერთი ოჯახის ცხოვრება შევცვალეთ მთლიანად რამდენიმე დღეში
ბებოს და შვილიშვილს უკვე აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ
რამდენიმე თვის სამყოფი ყველანაირი საკვები პროდუქტი, სინათლე, ცხელი წყალი, ახალი საოჯახო ტექნიკა, ტელევიზორი, გაზქურა, სარეცხის მანქანა და საერთოდ ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდებოდათ ბიჭმა დაიწყო მკურნალობა. ფეხებს არაფერი ემუქრება, შეიძლება ერთი თითი დაკარგოს, მაგრამ ეგეც არაფერი, იმ საფრთხესთან შედარებით, რაც შესაძლებელი იყო.
2 წლის განმავლობაში აღარ გადაიხდიან არცერთნაირ გადასახადებს, ყველაფერი წინასწარ გადავუხადეთ დავუტოვეთ საჭირო თანხა, მკურნალობისთვის, მედიკამენტებისთვის და საჭიროებებისთვის და რაღა თქმა უნდა ისარგებლებენ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერით
ბებო წევს განათებულ ოთახში და ახალ, დიდ ტელევიზორს უყურებს შვილიშვილმა კი გაგვიმხილა, რომ ცოლის მოყვანას აპირებს
ამაზე კარგი რა უნდა მეთქვა ამ დილას
ყველას სათითაოდ უამრავი მადლობა ერთმანეთის გვერდით დგომისთვის
მიყვარხართ და ბედნიერ, ბრჭყვიალა და ლამაზ დღეებს გისურვებთ
ყველაფერი კარგად იქნება
იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა