"რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი" - გია ვოლსკი
"ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ "იმედთან" 24 ივნისს აქციაზე შეკრებილ ახალგაზრდებზე ისაუბრა.
"ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა. გული მწყდება ახალგაზრდებზე - ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა?! ამიტომ ერთობლივი მუშაობაა საჭირო და ერთმანეთის ლეგიტიმაციის ცნობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, იგივე მაკრონის გამოთქმულ გეოპოლიტიკურ თემაზე, ევროპულ არქიტექტურაზე, საქართველოს როლზე. სიტუაციას რომ დახედო ზემოდან რა ხდება, ვფიქრობ საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან“, - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა.