თეგებით ძიება

"ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა!" - რას წერს თამუნა თორაძე?

"ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა!-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას სოციალურ ქსელში 1992 წელს მოკლული ძმები თორაძეების და თამუნა თორაძე.





კომენტრებში თამუნა თორაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს ბაგებში მოკლულ ბიზნესმენს მისი ძმების მკვლელობაში ურევია ხელი.





1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

შეგახსენებთ, თბილისში, ბაგებში, Silk Road Group-ის თანადამაარსებელი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგი 53 წლის იყო.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა