თეგებით ძიება

"ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!" - რას წერს მიხეილ ჯანელიძე?

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჯანელიძე გუშინდელ აქციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკისა და მისი მრჩევლის დავით არახამიას ჩართვას ეხმიანება, სადაც ისინი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დახმარებას პირდებოდნენ.

„რა ტექნიკური მთავრობა?! რა არახამია?! რა უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციაში? ვინ ეკითხება უკრაინას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას?!…

იმისთვის, რომ შევძლოთ დავეწიოთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ მატარებელს, საჭიროა ევროპული პოლიტიკური პროცესი. ევროპული პოლიტიკური პროცესი კიდევ გულისხმობს ჯანსაღ საპარლამენტო პროცესს. რაც არ უნდა რთულად ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, სხვა გზა წარმატების არ არსებობს.

ხალხის ძალა და ენერგია, რომელიც მობილიზებულია, უნდა მიემართოს საარჩევნო სისტემის სასწრაფოდ გასაუმჯობესებლად და პლურალისტური პარლამენტის ასარჩევად“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა