თეგებით ძიება

ლევან კაჭარავას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ქილერმა მოკლა - ოჯახის პირველი კომენტარი

მოკლული ბიზნესმენის, ლევან კაჭარავას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი დაქირავებულმა ქილერმა მოკლა, დანაშაული კი საზღვარგარეთ დაიგეგმა.

ოჯახის წევრებს არ აქვთ ვერსია, თუ რას უკავშირდება ბიზნესმენის მკვლელობა.

"ოჯახს ამ წუთას არანაირი ვერსია არ აქვს კონკრეტული. გუშინდელი ამბის მერე, ისეთი თავზარდაცემულები ვართ, ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა, ვერ ვფიქრობთ, არ ჰყავს კონკრეტული მტერი. ვიცი, რომ იყო საქმიან შეხვედრაზე იყო. ნამდვილად არ უთვალთვალებენ, არც პრობლემა ჰქონია, არასოდეს დადიოდა დაცვით", - თქვა მოკლულის დეიდაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ბაგებში, Silk Road Group-ის თანადამაარსებელი, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. იგი 53 წლის იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა