თეგებით ძიება

"ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა იციან, რომ პროფესიონალი კრიმინალების და პროვოკატორების აქციაზე ეპატიჟებიან ხალხს" - მაიკო ელოშვილი "სირცხვილიაზე“

ფეისბუკ მომხმარებელი, მაიკო ელოშვილი სოციალურ ქსელში "სირცხვილიაზე“ შესახებ წერს.

"ერთ-ერთ წერილში ვწერდი, რატომ არ უნდა „ვალაიქოთ“ და „ვგულოთ“ ცნობადი სახეები, რომლებიც ნაცპროპაგანდისტობას ითავსებენ და ჩვენ მიერ გაზრდილი რეიტინგით იმხრობენ ახალგაზრდებს. სამწუხაროდ, მათ იციან რა ნაცკრიმინალების მიერ არაერთგზის გაცხადებული სურვილი არსებული ხელისუფლების ძალადობით შეცვლის თაობაზე, მაინც აკეთებენ საჯარო მოწოდებებს და არ ადარდებთ სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

ეს ძალით ევროპელები, 5-5 წუთით გამოვლენ აქციაზე, შემდეგ წავლენ სახლებში, თბილად მოკალათდებიან და ნაცპროვოკატორების ძალადობის გამო ერთი წვეთი სისხლიც რომ დაიღვაროს, ურცხვად დაადანაშაულებენ ხელისუფლებას.

ამ უპასუხისმგებლო ადამიანებმა იციან, რომ პროფესიონალი კრიმინალების და პროვოკატორების აქციაზე ეპატიჟებიან ხალხს, იციან რომ ხელისუფლების დასამხობად იწვევენ ახალგაზრდებს და შეგნებულად მიდიან ამაზე.

ჩემდა გასაკვირად, ზოგიერთი თქვენგანი ისევ იწონებს და გულავს სამარცხვინო „სირცხვილიას“ გვერდზე, ამ ნაცცნობადების მიმართვას „შინ ევროპისკენ“... ძალიან მწყდება გული, რომ ასე გულგრილად, ზერელედ ვუყურებთ ქვეყნის მომავალს და ერთმანეთსაც. ვერცერთი თქვენგანი, ვინც მოუწოდებს და ვინც იწონებთ მათ მიმართვას, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, ერთი ადამიანიც რომ დაზარალდეს“, - წერს ელოშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა