თეგებით ძიება

წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, ისნის რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ატარებენ.

„ხვალ, 7 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივლისს, 13:00 საათიდან 8 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში: ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა