თეგებით ძიება

ეს მთავრობა რომ გამოდის და აცხადებს, ერთადერთი მთავრობა ვართ, ვისაც ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო, იტყუება, თანაც მწარედ - დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"რომ არა ჩვენი დღევანდელი პატრულირების ლოკაცია, თავს არ შეგაწყენდით და ისე გადავაგორებდით პატრულირების ათას რვაას რომელიღაც დღეს, რომ არც არაფერს გეტყოდით.

წაღვლი-ჩორჩანის ტყეს ვუყურებთ, ვაკვირდებით, ორკებმა რამე სიახლე ხომ არ "შემოგვთავაზეს" და გაგვახსენდა, რომ ეს ტერიტორია ორკებმა 2019 წლის 30აგვ-10სექტემბრის პერიოდში წაგვართვეს, 300ჰექტარი, წაგვართვეს ის ტერიტორია, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და 2008 წლის ომის შედეგად არ დაგვიკარგავს.

ხოდა, ეს მთავრობა რომ გამოდის და აცხადებს დღედაღამ, ერთადერთი მთავრობა ვართ, ვისაც ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო, იტყუება, თანაც მწარედ.

ჩორჩანა-წაღვლის ტყის ამბავი მაგალითად მოვიყვანე, თორემ ესეთი დათმობილი ტერიტორია 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 60 + კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

კიდევ ბევრს დაუთმობენ ორკებს ეს კოლაბორაციონისტები..

208 კვადრატული კილომეტრის ახალი ოკუპაცია აქვს დაგეგმილი რუსეთს რაჭიდან დაწყებული და მცხეთა-მთიანეთით დამთავრებული, ესენი კიდევ კვლავ ზღაპრებს გვიყვებიან, ევროპა ომს გვაძალებსო...",- წერს ქაცარავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა