მკურნალი ქვები - რომელი ქვა უნდა ვატაროთ კონკრეტული დაავადების დროს
ქვათა სამკურნალო თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდან კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, სარდიონის (სერდოლიკი) შესახებ ჯერ კიდევ X საუკუნის ხელნაწერში – „თვალთაი“, ასეთი ცნობა გვხვდება: „ბრწყინვალების გამომცემელ და ძალი კურნებისაი აქუს“. ესე იგი, ბრწყინვალებას ანუ ენერგიას გამოსცემს და სამკურნალო თვისებები აქვსო. ჩვენი წინაპრები მიიჩნევდნენ, რომ „პატიოსანი ქვა გამოსწოვს ადამიანს სხეულიდან ავადმყოფობას“.
გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომლებზედაც დადებითად მოქმედებენ პატიოსანი ქვები და თავიანთ სამკურნალო თვისებებს განსაკუთრებული სიძლიერით ავლენენ.
ალერგია – ლაზურიტი, სარდიონი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ქარვა, ჟადეიტი, მარგალიტი, სადაფი, მალაქიტი, ცირკონი, როდონიტი და სხვა.
ანემია – სარდიონი, ობსიდიანი, ჰემატიტი, იაგუნდი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ტოპაზი და სხვა.
ალკოჰოლიზმი – ამეთვისტო, სალესი ქვა (კვარციანი ქვაქვიშა), ობსიდიანი და სხვა.
ბრონქული ასთმა – სარდიონი, ლაზურიტი, ქარვა, საფირონი, ტოპაზი, მალაქიტი და სხვა.
მშობიარობას აადვილებს – აქატი, მთის ბროლი (ქარცბი), კვარცი, სარდიონი, ქალცედონი, ქრიზოპრაზი, იასპი და სხვა.
გულისცემის მოწესრიგება – აქატი, სარდიონი, ფირუზი, მთის ბროლი, კვარცი, ბივრილი, ქალცედონი, მალაქიტი, საფირონი და სხვა.
დეპრესია – ქალცედონი, ლაზურიტი, აქატი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, მთვარის ქვა და სხვა.
ბრონქიტი – ქარვა, აქატი, პირიტი, გიაცინტი და სხვა.
გულის ტკივილი – აქატი, ქალცედონი, მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, ქრიზოლითი და სხვა.
გულ–სისხლძარღვთა სისტემა – აქატი, იასპი ამაზონიტი, ზურმუხტი, ოპალი, ობსიდიანი, იაგუნდი, მთის ბროლი, კვარცი, ქალცედონი, მალაქიტი, საფირონი და სხვა.
დიაბეტი – სარდიონი, მარგალიტი, ზურმუხტი, ლაზურიტი, სადაფი და სხვა.
ეპილეფსია – ამაზონიტი, იასპი, გიშერი, ლაზურიტი, ამეთვისტო, ობსიდიანი, მთვარის ქვა, ტოპაზი, საფირონი, იაგუნდი, ზურმუხტი და სხვა.
ენდოკრინული დაავადებები – სარდიონი, ლაზურიტი, სარდონიქსი (სარდიონის ფრცხილი), ქარვა, ტოპაზი და სხვა.
თავის ტკივილი (შაკიკი) – სარდიონი, ფირუზი, ნეფრიტი, ჟადეიტი, ჰემატიტი, ძოწი, მარჯანი, ქარვა, ლუმაშელი და სხვა.
თვალის დაავადებები – მარკაზიტი (სპარსელები სანთლის ქვას უწოდებენ), აქატი, გიშერი, ლაზურიტი, ქრიზოლითი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, პირიტი, მთის ბროლი, კვარცი, ქალცედონი, ქრიზოპრაზი, ლალი და სხვა.
იმპოტენცია – ჩაროიტი, მთის ბროლი, კვარცი, ლაზურიტი, სარდიონი, აქატი, ოპალი, ობსიდიანი, სარდონიქსი, ქრიზოლითი და სხვა.
ინსულტი – ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, მთის ბროლი, კვარცი, აქატი, იაგუნდი, ტოპაზი და სხვა.
ინფექციური დაავადებები – იასპი, მარგალიტი, სადაფი, ალმასი, ტურმალინი, ზურმუხტი, მთვარის ქვა და სხვა.
კუჭ–ნაწლავის ტრაქტი – იასპი, ოპალი, სარდიონი, ზურმუხტი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, იაგუნდი, ამეთვისტო, ტოპაზი, აკვამარინი, საფირონი, ნეფრიტი, ქრიზოლითი და სხვა.
მეხსიერების გაუმჯობესება – ობსიდიანი, აქატი, იასპი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ზურმუხტი, ტურმალინი, ბივრილი, ლაზურიტი და სხვა.
ნერვული დაავადებები – ამაზონიტი, ქალცედონი, იასპი, ოპალი, ზურმუხტი, იაგუნდი, საფირონი, ლალი, სარდიონი, აქატი, ამეთვისტო, ბივრილი, გიშერი, მარგალიტი, სადაფი და სხვა.
ონკოლოგიური დაავადებები – ლაზურიტი, სარდიონი, მთის ბროლი, კვარცი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, სარდონიქსი, მარგალიტი, სადაფი, ქარვა და სხვა.
პროსტატა – აქატი, მთის ბროლი, კვარცი, ოპალი, ლაზურიტი და სხვა.
რევმატიზმი – სარდიონი, საფირონი, სარდონიქსი, ტოპაზი, ძოწი, ლაზურიტი და სხვა.
საერთო სისუსტე – ობსიდიანი, ძოწი, მარჯანი, ლუმაშელი, ჰემატიტი, მთის ბროლი, კვარცი და სხვა.
სახსრების ტკივილი – მაგნეტიტი, ჰემატიტი, მარკაზიტი, ძოწი, მარჯანი, ტოპაზი, იაგუნდი და სხვა.
უძილობა – ტოპაზი, ფირუზი, ლაზურიტი, ამაზონიტი და სხვა.
უშვილობა – სარდიონი, იასპი, მთის ბროლი, კვარცი, აქატი, ობსიდიანი, ონიქსი, ჩაროიტი, ზურმუხტი, ოპალი, ამეთვისტო და სხვა( ცოლ-ქმარმა ღამეც უნდა ატარონ).
ჰიპერტონია – აქატი, ქალცედონი, სარდიონი, მთის ბროლი, კვარცი და სხვა.
მკურნალი მინერალები შეიძლება ვატაროთ სხეულზე, გვქონდეს სამუშაო მაგიდაზე, საძინებელ ოთახში, ბალიშის ქვეშ და ასე შემდეგ…