თეგებით ძიება

"ხელისუფლებას ვქირაობთ სახელმწიფო პრობლემატიკის სამართავად და არა ოპოზიციასთან გარჩევებისთვის" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აანალიზებს.

"ხელისუფლებას ვქირაობთ სახელმწიფო პრობლემატიკის სამართავად და არა ოპოზიციასთან გარჩევებისთვის.
ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არის ხელისუფლების ვალდებულება და მას ყველა ინსტრუმენტი აქვს მათ შესასრულებლად. სადაც ოპოზიციის ტექნიკური მხარდაჭერა იქნება საჭირო კენჭისყრებში, ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.

შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია ექსკლუზიურად წარმოადგინოს შესაბამისი პირობების შესრულების საკუთარი ხედვა ყოველგვარი ვაჭრობის და წინაპირობების გარეშე, რადგან ეს რაიმე “რევერანსი” კი არ არის ოპოზიციის მიმართ, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესია.
ყველაზე სწორი, რაც ოპოზიციას დღეს შეუძლია გააკეთოს, ეს გახლავთ ის, რომ ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას ამ გეგმის წარმოდგენაში, რათა არ მისცეს მას ხელის გაშვერის და გადაბრალების საშუალება.

დამერწმუნეთ, როგორც კი ისინი ამ გეგმას წარმოადგენენ, ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდება.
დღევანდელი დებატები მხოლოდ ხელს უწყობენ ხელისუფალს, რომ არაფერი გააკეთონ და სხვას გადააბრალონ.
გამოვაცხადოთ ყველამ დუმილის ერთი თვე და მივცეთ ეს დრო ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის წარმოსადგენად.
მერე ვიმსჯელოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე….", - წერს გია ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა