თეგებით ძიება

"პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა" - ჯილიან მაიკლსის 10 ციტატა, რომლებიც პიროვნულ ტრანსფორმაციასა და რეალიზებაში დაგეხმარებათ

ჯილიან მაიკლსი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ის მსოფლიოში ცნობილი ფიტნეს-ექსპერტი და მოტივაციური სპიკერია. მისი აპლიკაცია, My Fitness by Jillian Michaels, Google-ისა და Apple-ის მიერ 2017 წლის ერთ-ერთ საუკეთესო აპლიკაციად დასახელდა.

ჯილიანის სპორტით გატაცების მიზეზი ჭარბი წონა გახდა, რომელიც ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში აწუხებდა. ერთ-ერთ შოუში მან თავისი ძველი ფოტოგრაფიის დემონსტრირებაც კი მოაწყო. სიმაღლით დაბალი ჯილიანი 79 კილოს იწონიდა. დედის რჩევით ის საბრძოლო ხელოვნებით დაკავდა, რის შედეგადაც გახდა „შავი ქამრის“ მფლობელი. ფიტნესის მსოფლიო ტიტანს სურვილი გაუჩნდა დახმარებოდა სხვა ადამიანებს, შეეცვალათ თავისი ცხოვრება ფიტნესის საშუალებით.

გთავაზობთ ჯილიან მაიკლსი ციტატებს, რომლებიც პიროვნულ ტრანსფორმაციასა დარეალიზებაში დაგეხმარებათ.

1. შენი ეგოსთვის ცუდი დღე შენი სულისთვის დიდი დღეა...;

2. გაიხედეთ რამდენიმე თვით წინ, დააკვირდით, სად არის დაბრკოლებები და შეიმუშავეთ მათი გადალახვის გზები;

3. ჩემი გამოცდილებით, პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა;

4. როდესაც ფიზიკურად ძლიერი ხარ, ეს აუმჯობესებს შენს ძალას შენი ცხოვრების ყველა სხვა ასპექტში. უფრო თავდაჯერებულნი ხდებით და თქვენი თვითშეფასებაც უფრო მაღალია;

5. მიეცით საკუთარ თავს რამდენიმე წვეულებაზე წასვლის უფლება, მაგრამ დანარჩენ დროს გაუფრთხილდით;

6. გადაიტანეთ თქვენი არჩევანი პერსპექტივაში;

7. ყოველთვის, როცა მძიმე დღე მაქვს, იმედგაცრუებით გამოწვეულ დარდს ვარჯიშით ვიქარვებ;

8. ტრანსფორმაცია ხუთი წუთის შემდეგ არ მოდის; ეს არის მიმდინარე აქტივობაა. ამ მომენტში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ განსხვავებული არჩევანი ეს სწორედ ის მცირე არჩევანი და წარმატებაა, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება და გეხმარებათ ჯანსაღი თვითშეფასების განვითარებაში;

9. არასოდეს დაუშვათ, რომ თქვენი შიში თქვენს რწმენაზე მეტად გაიზარდოს;

10. თუ არასოდეს მარცხდებით, საკმარისად არ ცდილობთ.

https://www.overallmotivation.com/quotes/jillian-michaels-quotes/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა