თეგებით ძიება
29. 07. 2022 News-ები

"თუ მზად არ ვიქნებით დამარცხებისთვის, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას" - რობინ შარმას 10 ციტატა არაჩვეულებრივი შედეგების მისაღწევად

რობინ შარმა კანადელი მწერალია, რომელიც ცნობილია წიგნებით, როგორებიცაა “ბერმა, რომელმაც თავისი ფერარი გაყიდა“, „დილის 5 საათის კლუბი“, „ლიდერი, რომელსაც არ ჰქონდა თანამდებობა“. მოგვიანებით, შარმამ საჯარო გამოსვლაც დაიწყო და პოპულარული გახდა, როგორც ორატორი. მან ასევე ჩაატარა
ტრეინინგები მრავალი კომპანიისთვის, როგორიცაა Nike, Microsoft, IBM და FedEx. შარმას საჯარო გამოსვლებისთვის იწვევს ბევრი ორგანიზაცია, როგორიცაა იელის უნივერსიტეტი, ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა და NASA.

გთავაზობთ რობინ შარმას 10 ციტატა არაჩვეულებრივი შედეგების მისაღწევად:

1. თუ მზად არ ვიქნებით დამარცხებისთვის, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას;

2. გაეცით ის, რისი დაბრუნებაც ყველაზე მეტად გსურთ;

3. თქვენს მიერ წარმოთქმული "მე შემიძლია" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი;

4. ჩვენ ყველანი რაღაც განსაკუთრებული მიზეზის გამო ვართ დედამიწაზე. შეწყვიტე შენი წარსულის ტყვეობაში ყოფნა. გახდი შენი მომავლის
არქიტექტორი;

5. ყველაფერი ორჯერ იქმნება, ჯერ გონებაში და შემდეგ რეალობაში;

6. თქვენ ვერავის აგრძნობინებთ თავს კარგად, სანამ თავად არ იქნებით კარგად;

7. ყველა მოვლენა გარკვეული მიზეზით ხდება და ყველა უბედურება გვასწავლის გაკვეთილს... არასოდეს ინანოთ თქვენი წარსული. მიიღეთ ის
მთლიანად, როგორც მასწავლებელი;

8. საკუთარ თავში ინვესტიცია საუკეთესოა, რომელსაც ოდესმე განახორციელებ. ეს არამარტო გააუმჯობესებს შენს ცხოვრებას, არამედ შენს გარშემომყოფთა
ცხოვრებასაც;

9. ყველაზე პატარა ქმედება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე მხოლოდ კეთილშობილური ზრახვები;

10. ცვლილება ყველაზე რთულია დასაწყისში, ყველაზე ქაოტური შუაში და საუკეთესო - ბოლს.

https://www.goodreads.com/author/quotes/24678.Robin_S_Sharma


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა