თეგებით ძიება
31. 07. 2022 News-ები

"წარმატება სხვა არაფერია, თუ არა რამდენიმე მარტივი წესის ყოველდღიურად შესრულება" - 10 ფილოსოფიური ფრაზა წარმატებული ცხოვრებისთვის ჯიმ რონისგან

10 ფილოსოფიური ფრაზა წარმატებული ცხოვრებისთვის ამერიკელ ბიზნესმენ ჯიმ
რონისგან
ჯიმ რონი - ამერიკელი ბიზნესმენი; კორპორაცია "Jim Rohn International""-ის დამაარსებელი; ავტორი ბესტსელერისა “The Treasury of Quotes" („ციტატების საგანძური“). ჯიმ რონი თვითდახმარების მამად ითვლება, ინფორმაციისა და პრაქტიკის მაღალი ხარისხის წყალობით, რომელიც მან საზოგადოებას გადასცა. ამერიკელი ბიზნესმენი 2009 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი ფრაზები დროს უძლებს.

1. ადამიანებს შესანიშნავი უნარი აქვთ, არაფრიდან რაღაცა შექმნან. მათ შეუძლიათ სარეველა ბალახი ბაღებად აქციონ და გროშები სიმდიდრედ;

2. არასოდეს თქვათ: „მე რომ შემეძლოს, ამას გავაკეთებდი!;

3. არასოდეს ინატრო: „ნეტავ, უფრო ადვილი იყოს!“ ისურვე, ნეტავ უკეთესი ვიყო!;

4. გადაუდებლობის შეგრძნების გარეშე, სურვილი თავის ღირებულებას კარგავს;

5. თუ არ მოგწონს, როგორ მიდის საქმეები, შეცვალე გეგმები!;

6. დისციპლინა არის მიზნებისა და მიღწევების დამაკავშირებელი ხიდი;

7. ფორმალური განათლება საარსებო წყაროს გაგიჩენთ; თვითგანათლება მოგცემთ სიმდიდრეს;

8. თქვენ უნდა გაიაზროთ პირადი პასუხისმგებლობა. თქვენ ვერ შეცვლით გარემოებებს, სეზონებს ან ქარის ქროლვის მიმართულებას, თუმცა შეგიძლიათ
შეცვალოთ საკუთარი თავი. სწორედ, ამაზე ხართ პასუხისმგებელნი;

9. წარმატება სხვა არაფერია, თუ არა რამდენიმე მარტივი წესის ყოველდღიურად შესრულება;

10. ცხოვრების მთავარი ღირებულება ის კი არ არის, რასაც მისგან იღებთ, არამედ - თუ როგორი გახდებით.

https://www.brainyquote.com/authors/jim-rohn-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა