თეგებით ძიება
01. 08. 2022 News-ები

"ვერ გახდებით წარმატებული, ურთულესი პრობლემის გადალახვის გარეშე" - მარკ ვიქტორ ჰანსენის 10 ციტატა, რომლებიც თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახდება

მარკ ვიქტორ ჰანსენი - ამერიკელი მწერალი, ბიზნესმენი, გამომცემელი, მრავალი ბესტსელერის ავტორი. მას ხშირად „შესაძლებლობების ამერიკელ ელჩს“ უწოდებენ. მარკ ჰანსენი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის ბევრ საშუალებასთან: მას ხშირად ვხედავთ „ოპრის შოუში“, „სი-ენ-ენ“-ს ეთერში, აგრეთვე ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა «Time», «US News», «World Report», «USA Today», «The New York Times».

მარკ ჰანსენის ერთ-ერთი ბოლო წიგნია სახელწოდებით „როგორ ვაქციოთ დარჩენილი სიცოცხლე ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილად, რომელიც თანაავტორ არტ ლინკლეტერთან ერთად შექმნა.. მისი წიგნებია აგრეთვე „გაბედეთ და წარმატებული გახდით“, „სულის განკურნება“.

გაეცანით მარკ ვიქტორ ჰანსენის 10 ციტატას, რომლებიც თქვენი მოტივაციისა და შთაგონების წყარო გახდება:

1. არ დაელოდოთ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება. ცხოვრება არასოდეს იქნება სრულყოფილი. ყოველთვის იქნება გამოწვევები, დაბრკოლებები და არაკომფორტული პირობები. მერე რა. დაიწყეთ ახლავე მოქმედება. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თქვენ გახდებით უფრო ძლიერი, უფრო გამოცდილი, თავდაჯერებული და უფრო მეტად წარმატებული;

2. თქვენი ოცნებებისა და მიზნების ფურცელზე ჩამოწერით, თქვენ იწყებთ იმ პიროვნებად გახდომის პროცესს, რომელიც ყველაზე მეტად გინდათ, რომ იყოთ. მოაქციეთ თქვენი მომავალი კარგ ხელში - საკუთარ ხელში;

3. როცა ზუსტად იცი რა გინდა, ყოველ დილით ცხოვრებით აღფრთოვანებული გაიღვიძებ;

4. როდესაც მკაფიო მიზანი გაქვთ, არ გექნებათ დრო ნეგატიური ფიქრისთვის;

5. რისთვისაც მზად ხარ, ისიც მზადაა შენთვის;

6. მუდმივი გამძლეობა თითქმის ყველა წინააღმდეგობას სძლევს;

7. იფიქრეთ პოზიტიურად. თამამად განეწყვეთ ენთუზიაზმით. უთხარით საკუთარ თავს მხოლოდ მშვენიერი სიტყვები, მუდმივად. იგრძენი თავი ფანტასტიურად ახლავე! ეს აფერადებს თქვენს შეხედულებას სამყაროზე. მაგნიტის მსგავსად, თქვენ იზიდავთ რესურსებს, რომლებიც საჭიროა თქვენთვის სასურველი სამყაროს გამოსავლენად;

8. მოქმედება აღმოფხვრის შიშს. არ აქვს მნიშვნელობა რისი გეშინიათ - პოზიტიურმა, თავდაჯერებულმა მოქმედებამ შეიძლება შეამციროს ან მთლიანად გაფანტოს ის, რისიც გეშინიათ;

9. თქვენ ვერ გახდებით დიდად წარმატებული მრავალი ურთულესი პრობლემის გადალახვის გარეშე;

10. ჩაწვდით სიკეთის გაცემის სიხარულს და აღმოაჩენთ ცხოვრების მიზეზსაც.

https://www.azquotes.com/author/18334-Mark_Victor_Hansen


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა