თეგებით ძიება
02. 08. 2022 News-ები

"არასოდეს დახედო ვინმეს ზემოდან, მხოლოდ დაეხმარე მას წამოდგომაში" - კრის პაუელის ცნობილი და იშვიათი მოტივაციური ციტატები

კრის პაუელი - ამერიკელი ტრენერი; რეალითი შოუს წამყვანი. 26 თვის განმავლობაში ის ერთ-ერთ მამაკაცს 182-ზე მეტი წონის დაკლებაში ეხმარებოდა. 2012 წლის სექტემბერში, არიზონას შტატში, ბანდიტმა მისი ავტომობილი (SUV) გაიტაცა, რომელშიც მისი ვაჟი და ოჯახის ძიძა ისხდნენ. ორივე უვნებლად გადარჩა.

კრის პაუელს მარცხენა არათითი ტატუირებული აქვს ცოლის ხელწერით - "ჩემი საუკეთესო მეგობარი".

გთავაზობთ კრის პაუელის ცნობილ და იშვიათ მოტივაციური ციტატებს:

1. დიდი ენთუზიაზმის გარეშე არაფერი მიიღწევა;

2. რწმენა გაძლევს ძალას, რომ მიაღწიო რაიმე არაჩვეულებრივს;

3. არასოდეს დახედო ვინმეს ზემოდან, მხოლოდ დაეხმარე მას წამოდგომაში;

4. ჩვენ უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ. უმეტესი ჩვენგანი განიცდის იმას, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით და აღმოვაჩენთ, რომ დამოკიდებულნი ვართ
მათზე, ვინც შეიძლება შედარებით შეუმჩნეველი დარჩა ჩვენს წარსულ ცხოვრებაში;

5. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს ყოველთვის არ ახსოვთ ის, რაც თქვით, მაგრამ ყოველთვის იმახსოვრებენ, თუ რა აგრძნობინეთ თქვენი მოქმედებებით.

https://quotefancy.com/chris-powell-quotes


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა