თეგებით ძიება
04. 08. 2022 News-ები

"კარგი რეპუტაცია ფულზე უფრო ღირებული" - სუზე ორმანის ციტატები ფინანსური წარმატებისა და სიბრძნის საიდუმლოს შესახებ

სუზე ორმანი - ამერიკელი ფინანსური მრჩეველი, ტელეწამყვანი, მოტივაციური სპიკერი, დაიბადა და გაიზარდა ჩიკაგოს სამხრეთში, მუშათა კლასის ებრაულ ოჯახში. ის ცნობილია თავისი შოუთი - “Suze Orman Show” - ასევე ის არის ავტორი წიგნისა „ფინანსური თავისუფლების 9 ნაბიჯი“.

სუზე ორმანი შვიდი წლის განმავლობაში მიმტანად მუშაობდა კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ საცხობში. საცხობის ზოგიერთი მომხმარებელი მას ფულის დაზოგვაში დაეხმარა, რათა შეექმნა თავისი რესტორანი - ეს მისი ოცნება იყო. მოგვიანებით, სუზე ორმანი წარმატებული მწერალიც გახდა, რადგან მისი ყველა წიგნი დიდი ტირაჟით იყიდებოდა.

გთავაზობთ სუზე ორმანის ციტატები ფინანსური წარმატებისა და სიბრძნის საიდუმლოს შესახებ:

1. გარდაქმენით თქვენი მიმდინარე პრობლემები პროაქტიულ მიზნებად;

2. ზოგჯერ სიღარიბე ყველაზე დიდი საჩუქარია. ზოგჯერ დანაკარგი მოგებისკენ მიგიყვანთ;

3. დრო უმნიშვნელოვანესია თქვენი ფინანსური უსაფრთხოების შესაქმნელად;

4. წარმატება არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ნულისგან შედგება თქვენი საბანკო ანგარიში. ეს არის ცხოვრების მაქსიმალურად გამოყენება;

5. ცხოვრების ყველა სფეროში გამბედაობაა საჭირო იმისათვის, რომ გაზარდო შენი საზღვრები, გამოხატო შენი ძალა და გამოავლინო შენი პოტენციალი... ფინანსურ სფეროშიც ანალოგიურად ხდება;

6. დანაზოგს შეიქმნით, თუ ყოველთვიურად ნაკლებს დახარჯავთ;

7. ჭკვიანმა ქალმა იცის, როგორ მოიკრიბოს გამბედაობა და გააკეთოს ის, რაც სწორია და არა მარტივი;

8. ნუ მისცემთ უფლებას სხვების ფიქრს ან ნათქვამს, ხელი შეგიშალოთ. მათი ქმედებები მათზევე აისახება და არა თქვენზე;

9. ფინანსური რჩევები უნდა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ხდება ეკონომიკაში;

10. კარგი რეპუტაცია ფულზე უფრო ღირებულია;

https://www.brainyquote.com/quotes/suze_orman_604392


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა