თეგებით ძიება
05. 08. 2022 News-ები

"თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ყოველდღიურ რუტინაშია" - დარენ ჰარდის რჩევები სუპერ-მიღწევებისთვის

დარენ ჰარდი - ამერიკელი მოტივაციური სპიკერი; ჟურნალ „Ѕuссеѕѕ“-ის ყოფილი გამომცემელი. დარენ ჰარდის წარმატების მიღწევის სფეროში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ჰარდის ბევრი მიიჩნევს პიროვნული ზრდისა და წარმატების საკითხებში ლიდერ მრჩევლად. მისი კლიენტები, ძირითადად, აღმასრულებელი დირექტორები და საკმაოდ წარმატებული პირები არიან.

გთავაზობთ დარენ ჰარდის რჩევებს სუპერ-მიღწევებისთვის:

1. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ, ასევე, თუ როგორ რეაგირებთ იმაზე, რაც გაკეთდა;

2. ჭკვიანური არჩევანი + თანმიმდევრულობა + დრო = რადიკალური განსხვავება;

3. ყოველი მნიშვნელოვანი ქმედება, ყოველი ფანტასტიკური თავგადასავალი პატარა ნაბიჯებით იწყება. პირველი ნაბიჯი ყოველთვის უფრო რთული ჩანს,
ვიდრე სინამდვილეშია;

4. იმპულსი უდავოდ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იდუმალი ძალაა;

5. ჩვენმა არჩევანმა შეიძლება მიგვიყვანოს ჩვენს მიზნებამდე ან გაგვაგზავნოს შორეულ გალაქტიკაში;

6. საბოლოოდ, ცხოვრება, უბრალოდ, ყველა არჩევანის ერთობლიობაა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ;

7. ნუ დააიგნორებთ უბრალო შემთხვევებს - მათ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს;

8. თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ყოველდღიურ რუტინაშია;

9. წარმატება არის პატარა, ჭკვიანური არჩევანის შედეგი, რომელიც დროთა განმავლობაში თანმიმდევრულად სრულდება;

10. არსებითად, თქვენ აკეთებთ თქვენს არჩევანს და შემდეგ თქვენი არჩევანი გმართავთ თქვენ.

https://graciousquotes.com/darren-hardy/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა