TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
არ ვმუშაობ, ფეხბურთი მიყვარს და ამიტომაც ვარ აქ – ხვიჩა კვარაცხელია
  • არ ვმუშაობ, ფეხბურთი მიყვარს და ამიტომაც ვარ აქ – ხვიჩა კვარაცხელია

    ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ამბობს, რომ არდადეგებს საქართველოში, ოჯახთან ერთად ატარებს.

    "არდადეგებს საქართველოში ოჯახთან ერთად ვატარებ. ორი ძმა მყავს – უფროსი და უმცროსი. პატარა 12 წლისაა და ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს. მას ძალიან კარგად შეუძლია თამაში. როდესაც საქართველოში ვიმყოფები, დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ, რაც ძალიან მახარებს. მთაში ან ზღვაზე მივდივართ დასასვენებლად. უპირატესობას მთას ვანიჭებ, რადგან ძალიან კარგი სამთო კურორტები გვაქვს. იქ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად მივდივარ და ძალიან კარგ დროს ვატარებ, რადგან უმშვენიერესი გარემოა. ეს უნდა ნახოთ.


    სპორტის სხვა სახეობებითაც ვარ დაკავებული. ვთამაშობ ჩოგბურთსა და კალათბურთს, მაგრამ ფეხბურთი განსაკუთრებით მიყვარს – არ ვმუშაობ, ფეხბურთი მიყვარს და ამიტომაც ვარ აქ. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ, რადგან ძალიან მომწონს. „გოლდენ სტეიტის“ ფანი ვარ და სტეფ კარი ძალიან მომწონს", – ამბობს კვარაცხელია.
    მასალის გამოყენების პირობები
    96 ნახვა
    5-08-2022, 12:14