TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ყველა სავაჭრო და გასართობმა ობიექტმა შესასვლელ კარს დააწეროს "რუსეთი ოკუპანტია"- ირინა სარიშვილი
  • „ყველა სავაჭრო და გასართობმა ობიექტმა შესასვლელ კარს დააწეროს "რუსეთი ოკუპანტია"- ირინა სარიშვილი

    ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ ყველა სავაჭრო და გასართობმა ობიექტმა კარზე წააწეროს ფრაზა: „რუსეთი ოკუპანტია“.

    „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა კაფე, ბარი, რესტორანი ისე მოიქცეს, როგორც დედაენის ბარი, რესტორანი გუდა...


    ყველა სავაჭრო და გასართობმა ობიექტმა შესასვლელ კარს დააწეროს "რუსეთი ოკუპანტია";

    არ ვიყიდოთ არაფერი, რომლის შტრიხკოდის პირველი სამი ციფრი 460-დან 469-ით იწყება;

    ყველა საცხოვრებელი კორპუსის ყველა სადარბაზოში ეწეროს "რუსეთი ოკუპანტია";

    ქუჩაში ვიაროთ წარწერით "რუსეთი ოკუპანტია" მაისურზე, შორტზე, გულსაბნევზე...

    ყველგან, სადაც შესაძლებელია, იყოს ეს წარწერა და როგორ ფიქრობთ, ეს ერთი მუჭა რუსული ოცნება მოგვერევა და 320 ათასი რუსი "ტურისტი" ასე იბლატავებს ან საერთოდ მოუნდება აქ ჩამოსვლა?!

    ამის გაკეთებას დავიჯერო ლიდერი უნდა?!

    არა! ამას ღირსება ჭირდება, ეროვნული ღირსება, რომლის მომრევი ძალა არ არსებობს!

    ამ ჭაობიდან ლიდერი კი არა, ეროვნული ღირსება ამოგვიყვანს, სხვა არაფერი!

    რუსული ხომალდის მგზავრებო - ნახუი!“ - წერს ირინა სარიშვილი.

    ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა კაფე, ბარი, რესტორანი ისე მოიქცეს, როგორც დედაენის ბარი, Restaurant Guda • ...

    Posted by Irina Sarishvili on Friday, 5 August 2022
    მასალის გამოყენების პირობები
    366 ნახვა

    Face ამბები