TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ბუსტერ" დოზის გაკეთება აუცილებელია, მინიმუმ მესამე მაინც, თუ მეოთხე არა - თენგიზ ცერცვაძე
  • "ბუსტერ" დოზის გაკეთება აუცილებელია, მინიმუმ მესამე მაინც, თუ მეოთხე არა - თენგიზ ცერცვაძე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ბუსტერ“ დოზის გაკეთება აუცილებელია. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    „დაახლოებით, 7-8 %, მაქსიმუმ 10%-მდე არის ის, ვისაც გაკეთებული აქვს "ბუსტერ" დოზა. ძალიან ცოტაა. "ბუსტერ" დოზის გაკეთება აუცილებელია, მინიმუმ მესამე მაინც, თუ მეოთხე არა, მაგრამ „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ უკვე შეიმუშავეს ვაქცინის ახალი ტიპი, რომელიც მორგებულია სწორედ ომიკრონის შტამებზე. ამერიკელებმა ამ ვაქცინის გამოყენებაში გაშვება დააჩქარეს და ვარაუდობენ, რომ სექტემბრის ბოლოს ეს ახალი ვაქცინები გამოყენებაში გავა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
    მასალის გამოყენების პირობები
    98 ნახვა