TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ამირან გამყრელიძის გადადგომა არ არის კავშირში პანდემიასთან - ჯანდაცვის მინისტრი
  • ამირან გამყრელიძის გადადგომა არ არის კავშირში პანდემიასთან - ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობიდ დატოვება კავშირში არ არის პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.


    „გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი.

    დღეს ცნობილი გახდა, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
    მასალის გამოყენების პირობები
    96 ნახვა