TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ვინ არის ექიმი, რომელმაც დღეს კოლეგა დაჭრა? - ახალი დეტალები
  • ვინ არის ექიმი, რომელმაც დღეს კოლეგა დაჭრა? - ახალი დეტალები

    ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია, მაგრამ მის ვინაობას შსს ოფიციალურად არ ავრცელებს.

    თუმცა "კურიერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებული 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა.

    არსებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გიორგი გალდავასა და თეიმურაზ ბეჟანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და დაჭრა სავარაუდოდ ამას მოჰყვა.

    ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

    საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
    მასალის გამოყენების პირობები
    323 ნახვა