თეგებით ძიება

„ეს ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ - მამუკა მდინარაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტს ეხმაურება, სადაც ოქრუაშვილი საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ საუბრობს.

„ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!.. ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება: რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს ადგილი ევროპაშია! ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე საუბრობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა