TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ძალიან ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს - ჯანდაცვის მინისტრი მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
  • ძალიან ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს - ჯანდაცვის მინისტრი მანაგაძის კლინიკაში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

    ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოყვებოდეს და მიზეზს აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დაადგენენ.


    „ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს.

    ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება.

    არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს," - განაცხადა აზარაშვილმა.
    მასალის გამოყენების პირობები
    147 ნახვა