TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ეს ტყვიაველი ქაჯი ნამდვილად დასაჭერია!" - ნინო ფოჩხუა ოქრუაშვილზე
  • "ეს ტყვიაველი ქაჯი ნამდვილად დასაჭერია!" - ნინო ფოჩხუა ოქრუაშვილზე

    ექსპერტი, ნინო ფოჩხუა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.


    „როგორც ყოველთვის ენა რომ წინ უსწრებთ, ის ამბავია. ესეც სცენარი, აი, ამის პრეცედენტი იყო ის ბრიფინგი, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს ჩაატარა. დარჩა კიდევ კითხვები? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს ტყვიაველი ქაჯი კი ნამდვილად დასაჭერია! წარმოდგენაც არ მინდა ეს სცენარი რომ განხორციელდეს“, - წერს ფოჩხუა ფეისბუკზე.

    ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე საუბრობდა.



    როგორც ყოველთვის ენა რომ წინ უსწრებთ, ის ამბავია.
    ესეც სცენარი, აი ამის პრევენცია იყო ის ბრიფინგი, რომელიც ირაკლი...

    Posted by Nino Pochkhua on Friday, 5 August 2022
    მასალის გამოყენების პირობები
    1 496 ნახვა

    Face ამბები