TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში?
  • რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რამდენი უკრაინელი ჩამოვიდა საქართველოში?

    24 თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკრაინის 94 606-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, ხოლო ამავე პერიოდში ქვეყანა 77 303-მა უკრაინელმა დატოვა. სტატისტიკური მონაცემები საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


    უწყებიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, თვეების მიხედვით, საქართველოში უკრაინის მოქალაქეთა უნიკალური შესვლისა და გასვლის სტატისტიკური მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

    თებერვალი (24-28) - უნიკალური შესვლა 707; უნიკალური გასვლა 790;

    მარტი - უნიკალური შესვლა 16 385; უნიკალური გასვლა 8 330;

    აპრილი - უნიკალური შესვლა 20 914; უნიკალური გასვლა 15 449;

    მაისი - უნიკალური შესვლა 16 964; უნიკალური გასვლა 16 644;

    ივნისი - უნიკალური შესვლა 17 623; უნიკალური გასვლა 16 603;

    ივლისი - უნიკალური შესვლა 22 013; უნიკალური გასვლა 19 487 .

    რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეთა რაოდენობას, რომლებიც 24.02.2022-დან 31.07.2022-ის ჩათვლით შემოვიდნენ და 31.07.2022 დღის მდგომარეობით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, შეადგენს 25 771 ადამიანს.

    შენიშვნა: საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,4%.
    მასალის გამოყენების პირობები
    210 ნახვა

    საზოგადოება