TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
როგორია ექიმის მდგომარეობა, რომელიც 80 წლის კოლეგამ დაჭრა?
  • როგორია ექიმის მდგომარეობა, რომელიც 80 წლის კოლეგამ დაჭრა?

    ექიმის ინფორმაციით, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, პაციენტი კონტაქტურია.

    „მკურნალობა გრძელდება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილური მდგომარეობით. სავარაუდოდო, პალატაში გადავიყვანთ. ამოღებულია გლუვი უცხო სხეული, რომელიც ექსპერტიზაზე გაიგზავნება. პაციენტი კონტაქტურია“, - ამბობს ნიკოლიშვილი.

    შეგახსენებთ, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში მომუშავე ექიმმა კლინიკის დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი, გიორგი გალდავა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დამნაშავე დაკავებულია.
    მასალის გამოყენების პირობები
    112 ნახვა