TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"განგებ აკეთებენ, არ იმალებიან. სპეციალური ჯგუფებია სპეციალური დავალებით, ეგრე მოიქცნენ, რომ ამოგვასხას" - ლაშა ბერულავა მარჯანიშვილის შემთხვევაზე
  • "განგებ აკეთებენ, არ იმალებიან. სპეციალური ჯგუფებია სპეციალური დავალებით, ეგრე მოიქცნენ, რომ ამოგვასხას" - ლაშა ბერულავა მარჯანიშვილის შემთხვევაზე

    ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტია აღბეჭდილი მარჯანიშვილზე, საჯაროდ.

    "ახლა უკვე ბევრჯერ ვნახე ეგ ვიდეოები - რუსი ტურისტების საჯარო სექსის, მარჯანიშვილზე და დედამიწის ზურგზე ვერავინ დამარწმუნებს, რომ ერთი ან მეორე ისე მთვრალი იყოს, რომ ვერ არჩევდეს, სად არის. ვისაც გაქვთ ნანახი, დააკვირდით ვიდეოს, სადაც ჯერ დგანან (აქ არ გავაზიარებ) და მერე კოტრიალობენ - აკრობატებივით შეკრული სხეული აქვთ და ძაღლის მოახლოებაზე კაცის რეაქცია ცალკე დეტალია - გათიშულ მთვრალს ეგეთი რეაქცია ვერანაირად ვერ ექნება.


    ეგენი მაგას განგებ აკეთებენ, დღისით-მზისით, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, არ იმალებიან.
    სპეციალური ჯგუფებია სპეციალური დავალებით, ეგრე მოიქცნენ, რომ ამოგვასხას, ჩავწიხლოთ და მივასიკვდილოთ.
    დააკვირდით ბოლო დღეებს, ამისკენ გვიწვევენ - ნიფხვიანი ქალები გუდვილში, Z სიმბოლოების ხატვა ბოძებზე, ახლა სექსი ზედ ტროტუარზე...
    რა იქნება ხვალ?
    საშინელ ბეწვის ხიდზე გავდივართ, ხალხნო", - წერს ლაშა ბერულავა.

    ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც, მარჯანიშვილზე, სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტია აღბეჭდილი.



    მასალის გამოყენების პირობები
    1 757 ნახვა

    Face ამბები