TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"სიფრთხილე გვმართებს" - ვახო სანაია მარჯანიშვილის ინციდენტზე
  • "სიფრთხილე გვმართებს" - ვახო სანაია მარჯანიშვილის ინციდენტზე

    ჟურნალისტი, ვახო სანაია გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტიააღბეჭდილი.

    "ახლა კი სერიოზულად ! დრამატურგია შემაშფოთებელია !
    უკვე მოხდა ორი ისეთი ფაქტი, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებშია.


    1. ივანიშვილის მთავრობამ დაიწყო ლაპარაკი ქსენოფობიაზე - ეს პირდაპირ რუსული გზავნილია. ამის თქმა მოსკოვიდანაც შეეძლოთ და, თუ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლებოდა, განაცხადებდა, რომ ეს ბრალდება ტყუილია. ასეთი ბრალდება მოსკოვიდან და მერე თბილისიდან უარყოფა იქნებოდა ლოგიკური. რუსეთი სულ ასე იქცევა მეზობლებთან მიმართებით, ეროვნული ხელისუფლებები კი მსგავს ბრალდებებს აბათილებენ. რადგან საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს, საქართველოს მოსახლეობას თავად საქართველოს ხელისუფლებამ დასდო ბრალი ქსენოფობიაში. ასე არასდროს არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება არ მოქცეულა რუსეთის სასარგებლოდ.
    ეს ერთი.

    2. ქუჩაში სექსი, რაც ხალხის აღშფოთებას იწვევს. ეს ამაზრზენი საქციელია. ვერ ვიტყვით, რომ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა. ასეთ სურათს რუსეთში ყველგან ნახავთ. კიდევ მოხდება ისეთი ფაქტები, რომელიც ჩვენს აღშფოთებას გამოიწვევს. ამასთან, ადვილია წინასწარ მოფიქრებული პროვოკაციებით ხალხის სამართლიანი გაბრაზების გამოწვევა. მოსკოვში კარგად იცნობენ ჩვენს ხასიათს. ასე გვმართავდნენ 200 წელი - იციან, რაზე როგორ ვრეაგირებთ.
    იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ინტერესების მსახური ხელისუფლება გვყავს; ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი, რომელიც დასავლეთს ღიად ებრძვის; უპირისპირდება საკუთარ ხალხის არჩევანს მოსალოდნელია ნებისმიერი ნაბიჯი.
    სიფრთხილე გვმართებს", - წერს სანაია.

    ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც, მარჯანიშვილზე, სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტია აღბეჭდილი.
    მასალის გამოყენების პირობები
    1 315 ნახვა

    Face ამბები