TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი" - თენგიზ ცერცვაძე
  • "გამყრელიძე საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი" - თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება.


    "ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

    შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირადი განცხადების საფუძველზე ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.
    მასალის გამოყენების პირობები
    686 ნახვა