თეგებით ძიება

ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით - ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, რათა ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნიდან მომდინარე რისკები შემცირდეს.

„როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიან ადამიანები და შენ ამ დროს გინდოდეს, რომ დააწესო მათთვის სავიზო რეჟიმი, არა იმდაგვარი, რომელიც ტურისტების ნაკადს შეამცირებს, არამედ მოგვცემს საშუალებას რომ რისკები შევამციროთ, ბუნებრივია და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.

ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით. შესაძლოა წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიეცეს მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება, თუმცა მისი ერთი შემოსვლა შეზღუდული იყოს მაგალითად 30 დღით. ეს არის ნორმალური პრაქტიკა, თუ ვსაუბრობთ ტურისტზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სურს აქ იყოს 360 დღე, ეს უკვე ტურისტი არ არის. მაშინ უნდა გავერკვეთ რა მიზნებით ჩამოდის. ნორმალურ ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა