თეგებით ძიება

ქართველებთან ბრძოლაზე უარის გამო, რუსეთის მოქალაქე წამებით მოკლეს - ვინ არის 2008 წლის ომის უცნობი გმირი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, პაატა ყამარაული აგვისტოს ომის უცნობ გმირზე, რუსეთის მოქალაქე დათო ყამარაულზე წერს, რომელმაც ქართველებთან ბრძოლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საოკუპაციო რეჟმის წარმომადგენლებმა ის წამებით მოკლეს.

"ეს ვაჟკაცი კაცი დათო ყამარაულია , იყო რუსეთის მოქალაქე , მამაპაპაც რუსეთში იყვნენ დაბადებული. 2008 წ. 8 აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარში მსახურობდა . ღამით გააღვიძეს და მთელი მისი სამხედრო ნაწილი ცხინვალში გადმოისროლეს . ადგილზე მისვლისას მეთაურმა უთხრა , რომ უნდა ებრძოლათ ქართველი ფაშისტების წინააღმდეგ . დათომ ეს რომ გაიგო უარი განაცხადა ბრძოლაზე , კი წარმოიდგენთ რა ამბავიც ატყდებოდა . სანამ ვაზნები ჰქონდა იცავდა თავს , მერე დაჭრეს , ჯერ ადგილზე აწამეს ღორებმა , მერე фсб-ს ვლადიკავკაზის იზოლატორში გააგრძელეს ღორებმა წამება , სანამ სული არ ამოხადეს . ამ ამბავს 40 დღეში დედა გადაყვა , შემდეგ მამაც დაიღუპა .აცხონოს უფალმა მათი ქართული სული. საქართველოსთვის თავის დადება , მის საზღვრებს გარეთაც შეიძლება . უნდა დავაფასოთ ჩვენი გმირები , სადაც არ უნდა იყვნენ . დიდება გმირებს . დიდება საქართველოს", - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
გოგოლეთ დათო
თავის სამშობლოს უჯიგროდ,
გაზრდა ვინა თქო შვილისა?!
არ დეელევა ქართველებს,
ვაჟკაცნი გმირის სულისა,
ამბავი უნდა ვიცოდეთ,
სუყველაჲ გმირის წვლილისა,
სადა გყოვ დასაკარგები?!
ან დრო სადა გოქ ძილისა?
გმირების სულებს ბრწყინვალეს,
როგორც მზეს გაზაფხულისა,
ნუ ვკარგავთ, შვილებს მოვუყვეთ,
მკერდჩი რეჩხი ქნას გულისა.
სულმუდამ ჰყავდა გმირები,
სამშობლოს ჩვენსა ბედკრულსა,
დუშმანი არ გველეოდა,
მუსრავდნენ შიშ-დაზაფრულსა.
ამბავი მინდა მაგიყვეთ,
ვაჟკაც მოჴევე ბალღისა,
ქართული სულისკვეთებით,
მუდამ სიცოცხლე ლაღისა.
დათო ექვინა სახელი,
ყამარაულის გვარისა,
გოგოლეთ უშანგის შვილი,
ძირით, კარკუჩით არისა.
ვლადიკავკაზჩი მაცხოვრებს,
დრო მოუვიდა ჯარისა,
ჩეჩნეთს იჴდიდა სამსახურს,
დამცველად გროზნოს კარისა.
მაგას დეემთხვა, ტიალი,
დრო, სამაჩაბლოს ომისა,
გროზნოდან ჯავას გარეკეს,
ბრძანება გასცეს ბრძოლისა.
დათომ სულზე არ დაიდვა,
ცოდვა ქართველზე სროლისა,
რუსები დათოს ვერ სწონენ,
ზარი აქვთ შიშის, ძრწოლისა.
რუსებს ვერ ეყოთ სიმხნევე,
გატეხვის, ჴევის შვილისა,
ოსებს მიჰყიდეს მზაკვრულად,
ეშმაკთან მყოფთა წილისა.
ჯოჯოხეთურად აწამეს,
გატეხვა უნდათ სულისა.
არ ტყდება მოჴევის სული,
ბალღია ქრისტეს რჯულისა.
დაჟინებიან ოსები,
გრძნობა ჰკლავთ ბოღმა-შურისა,
ქართველებისკე ისროლას,
ჰგონიათ თავის ჯურისა.
არა ქნა არ საკადრები,
ქართველს გული აქვს რკინისა,
სამშობლოს ტყვიას არ ვესვრი!
სცემენ... ის კი დასიცინისა.
ცემა-წამებით დამთავრდა,
ყოფა მოჴევე გმირისა,
ანწუხელიძის დაკარგვას,
სამშობლო დღესაც სტირისა.
ყამარაულიც იცოდეთ,
გმირთა ზიარი ჭირისა,
იგივე საქციელი ქნა,
ვაჟკაცმა ქართულ ძირისა.
ჯავას წამებით მაკლული,
ასარევად გზა-კოლისა,
გროზნოჩი გადაასვენეს,
ბრიყვთა სახვევად თოლისა.
ვლადიკავკაზჩი დაკრძალეს,
ასცდა კარკუჩის მიწასა,
გმირი, ზეცაჩიც გმირია,
იქაც სამშობლოს იცავსა.
გამწარებულსა ოჯახსა,
ჭირი არ აცდენს ბნელ გზასა,
ორმოცი არ გაჰჴდომია,
დედაც თან გაჰყვა ზეცასა.
ეგეთ ბედს მტერს არ ვუსურვებ,
გოგოლეთ უშანგისასა,
შვილის და ცოლის დაკარგვას,
დაქცევას ოჯახისასა.
თვითონაც ჩქარვე გზას გაჰყვა,
ცოლ-შვილთან, სამოთხისასა,
უფალი გმირებს აცხონებს,
მიმდევართ ქრისტეს გზისასა.
უფალო, მშვიდობა მოგვეც,
ჯავრს ნუ გოგოტან მტრისასა,
გვიმრავლე ეგეთი გმირნი,
სწყალობდე ჩვენის მჴრისასა.
თამაზ ქუშაშვილი
15.08.2020 წელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა