თეგებით ძიება

კოლეგის დაჭრის ფაქტზე, ექიმს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს კლინიკის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

„ბრალი წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით და ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. ადრე მიცემულ ჩვენებას ის მთლიანად დაეთანხმა, დაადასტურა რომ მის მიერ მოხდა ამ გასროლის განხორციელება, თუმცა ამბობს, რომ მას არ სურდა გალდავას მოკვლა, უბრალოდ გასროლა განახორციელა მხოლოდ და მხოლოდ მისი შეშინების მიზნით. გასროლა განხორციელდა ერთხელ“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, კახა შონიამ.

დაკავებული მედიკოსოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადებში იმსჯელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა