თეგებით ძიება

"ყველას გული ატკინა უდროო წასვლით....ძალიან კარგი დედა ჰყავდა და მის დაკარგვას უზომოდ განიცდიდა" - ტრაგედია გორში

გორელი ლუკა ამბრიაშვილი ქობულეთში, ზღვაში ტრაგიკულად დაიღუპა. ლუკას გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ხიდისთავის საჯარო სკოლა ავრცელებს.

"ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მათი მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ამავე სკოლის ნამოწაფრის ლუკა ამბრიაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ ლუკას ოჯახს, ახლობლებს, კლასელებს, მეგობრებს. ლუკა ყველასათვის საყვარელი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიული, გულღია, ალალი, მოსიყვარულე ყველას მიმართ, ზრდილობიანი, უყვარდა ხატვა, იუმორი. ძალიან კარგი დედა ჰყავდა და მის დაკარგვას უზომოდ განიცდიდა. ყველას გული ატკინა თავისი უდროო წასვლით, მაგრამ იქ საყვარელი დედიკო დახვდება და ისევ იზრუნებს მასზე. ლუკას გაბრწყინებული თვალები და თბილი ღიმილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში. სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მის ლამაზ სულს", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა