თეგებით ძიება

ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა - ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ახალქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში 27 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

ოჯახის წევრები ექიმებს უყურადღებობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა ერთი კვირის წინ იმშობიარა და ჩივილების მიუხედავად, ექიმებმა იგი სახლში მაინც გაწერეს.

ქალი კლინიკაში გუშინ დააბრუნეს, დღეს კი გარდაიცვალა.

მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა