თეგებით ძიება
08. 08. 2022 News-ები

"დარწმუნდით, რომ ფეხები სწორ ადგილას მოათავსეთ, შემდეგ კი მყარად დადექით" - გაეცანით აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს

აბრაამ ლინკოლნი - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861 წლის მარტიდან 1865 წლის აპრილამდე. 1864 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. ის სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა სამოქალაქო ომში
კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერები აბრაამ ლინკოლნს აშშ-ის ერთ-ერთ საუკეთესო პრეზიდენტად მიიჩნევენ. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

გთავაზობთ აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეულ გამონათქვამებს:

1. ჭკუა ტყვიაზე ძლიერია;

2. არცერთ ადამიანს არ აქვს საკმარისი მეხსიერება, რომ იყოს წარმატებული მატყუარა;

3. დარწმუნდით, რომ ფეხები სწორ ადგილას მოათავსეთ, შემდეგ კი მყარად დადექით;

4. მე ნელა დავდივარ, მაგრამ უკან არასდროს ვიხევ;

5. მოვემზადები და ოდესმე ჩემი წარმატების დროც მოვა;

6. ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, ის უბრალოდ განსაწმენდელია;

7. მოერიდეთ პოპულარობას, თუ სიმშვიდე გსურთ;

8. რაც მინდა ვიცოდე, წიგნებში წერია; ჩემთვის საუკეთესო მეგობარი არის ადამიანი, ვინც მომიტანს წიგნს, რომელიც არ წამიკითხავს;

9. არ ვიცი, ვინ იყო ჩემი ბაბუა; მე ის უფრო მაინტერესებს, როგორი იქნება მისი შვილიშვილი;

10. არ გაცვალოთ ცხენები ნაკადულის გადაკვეთისას.

https://www.brainyquote.com/authors/abraham-lincoln-quotes_2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა