თეგებით ძიება
09. 08. 2022 News-ები

"ადამიანს სჭირდება სირთულეები, რადგან ისინი აუცილებელია წარმატებისთვის" - აბდულ ქალამის რჩევები, რომლებიც ცხოვრებაში ინოვაციების შემუშავებაში დაგეხმარებათ

აბდულ ქალამი - ინდოელი მეცნიერი; პოლიტიკური მოღვაწე - ინდოეთის პრეზიდენტი 2002-2007 წლებში. აბდულ ქალამი მსოფლიოში ცნობილი კოსმოსური მეცნიერია; მას სურდა, წაეხალისებინა სტუდენტები ინდოეთში და მათ აქტიური ინტერესი გამოეჩინათ განვითარებადი, მათ შორის, კოსმოსური ტექნოლოგიებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აბდულ ქალამი არის რამდენიმე წიგნის, ასევე ავტობიოგრაფიის ავტორი. მიღებული ჰქონდა ინდოეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები: პადმა ვიბჰუშანი (1990) და ბჰარატ რატნა (1997).

გთავაზობთ აბდულ ქალამის რჩევები, რომლებიც ცხოვრებაში ინოვაციების შემუშავებაში დაგეხმარებათ:

1. ადამიანს სჭირდება სირთულეები, რადგან ისინი აუცილებელია წარმატებისთვის;

2. ახედე ზეცას. ჩვენ არ ვართ მარტო. მთელი სამყარო გვემეგობრება და მოქმედებს მხოლოდ იმისთვის, რომ მისცეს საუკეთესო მათ, ვინც ოცნებობს და თან
მუშაობს;

3. არასოდეს შეწყვიტო ბრძოლა, სანამ არ მიხვალ შენს დანიშნულ ადგილამდე - უნიკალური ხარ. დაისახე მიზანი ცხოვრებაში, განუწყვეტლივ შეიძინე ცოდნა, იშრომე და გქონდეს მოთმინება რეალიზებისთვის;

4. თქვენი მისიის წარმატებით შესასრულებლად, უნდა იყოთ ერთგულნი თქვენი მიზნისადმი;

5. განათლების მიზანია ოსტატობითა და გამოცდილებით კარგი, განათლებული ადამიანების ჩამოყალიბება... ეს მასწავლებლებს შეუძლიათ;

6. მასწავლებლობა უაღრესად კეთილშობილური პროფესიაა, რომელიც აყალიბებს ინდივიდის ხასიათს, ღირსებასა და მომავალს;

7. თუ ადამიანი გულმართალია, მას „ხასიათი ლამაზი აქვს“. როცა ხასიათში სილამაზეა, სახლშიც ჰარმონიაა. როცა სახლში ჰარმონიაა, ერშიც წესრიგია. როცა ერში წესრიგია, მსოფლიოში მშვიდობაა;

8. მეცნიერება კაცობრიობისთვის ლამაზი საჩუქარია და ის არ უნდა დავამახინჯოთ;

9. ღმერთმა - სამყაროს შემოქმედმა - ჩვენი გონება და პიროვნება დიდი ძალითა და უნარით დაასაჩუქრა. ლოცვა გვეხმარება გამოვიყენოთ და განვავითაროთ ეს ძალები;

10. ცხოვრება რთული თამაშია. თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ის მხოლოდ ისე, რომ შეინარჩუნოთ თქვენთვის დაბადებისთანავე მინიჭებული უფლება - დარჩეთ ნამდვილ ადამიანად.

https://www.brainyquote.com/authors/a-p-j-abdul-kalam-quote


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა