თეგებით ძიება
10. 08. 2022 News-ები

"ზოგჯერ ცხოვრება აგურს გირტყამს თავში. არ დაკარგო რწმენა" - სტივ ჯობსის გენიალური ცხოვრებისეული გამონათქვამები

სტივ ჯობსი - კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი. ის იყო Apple-ის თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 1986–2006 წლებში ის ასევე იყო პიქსარის ანიმაციური სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი.

ჯობსი ასევე გახდა სტუდია უოლტ დისნეის დირექტორთა საბჭოს წევრი და კომპანიის უმსხვილესი მეწილე; დააარსა კომპიუტერული კომპანია NeXT-ი. 2011 წლის 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან გარდაიცვალა.

გთავაზობთ სტივ ჯობსის გენიალური ცხოვრებისეულ გამონათქვამებს:

1. ჩემთვის ცხოვრებაში ფული უმთავრესი არ არის. ცხადია, ყველაზე ძვირფასი რესურსი, რაც ყველას გვაქვს, არის დრო;

2. ზოგჯერ ცხოვრება აგურს გირტყამს თავში. არ დაკარგო რწმენა;

3. კრეატიულობა, უბრალოდ, საგნების დაკავშირებაა. როდესაც შემოქმედებით ადამიანებს ეკითხებით, როგორ შექმნეს რაღაც, ისინი თავს დამნაშავედ
გრძნობენ, რადგან თვლიან, რომ ეს რეალურად კი არ გააკეთეს, უბრალოდ დაინახეს რაღაცა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთვის ეს აშკარა ხდება,
რადგან მათ შეძლეს მიღებული გამოცდილებების ერთმანეთთან დაკავშირება და ახალი ნივთების სინთეზირება;

4. ზოგჯერ, როცა ინოვაციას ქმნი, შეცდომებს უშვებ. უმჯობესია სწრაფად აღიაროთ ისინი და გააგრძელოთ თქვენი სხვა ინოვაციების გაუმჯობესება;

5. სიკვდილი არავის სურს. სამოთხეში მოხვედრის მსურველებსაც კი არ სურთ, მოკვდნენ იქ მისასვლელად. და მაინც, სიკვდილი არის დანიშნულების ადგილი, სადაც ყველა შევიკრიბებით. ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი, დიდი ალბათობით, სიცოცხლის ერთადერთი საუკეთესო გამოგონებაა;

6. მე მჯერა, რომ ცხოვრება ინტელექტუალური რამ არის: შემთხვევით არაფერი ხდება;

7. იმისათვის, რომ ღამით კარგად იძინოთ, დღე ესთეტიკურად, ხარისხიანად უნდა გაატაროთ;

8. მე ოპტიმისტი ვარ იმ გაგებით, რომ მჯერა, ადამიანები კეთილშობილნი და ღირსეულნი არიან და ზოგიერთი მათგანი საოცრად ჭკვიანია. მე ძალიან
ოპტიმისტური შეხედულება მაქვს ადამიანის მიმართ;

9. იაპონია ძალიან საინტერესოა. ზოგი ფიქრობს, რომ ის აკოპირებს რაღაცებს. მე კი ვფიქრობ, იაპონელები რაღაცებს ხელახლა იგონებენ. ისინი მიიღებენ რაღაცას, რაც უკვე გამოგონილია და მას ძირფესვიანად შეისწავლიან - ზოგიერთ შემთხვევაში, ნამდვილ გამომგონებელზე უკეთესადაც;

10. არ მისცეთ უფლება სხვისი აზრების ხმაურს, რომ ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა.

https://www.brainyquote.com/quotes/plato_104744?fbclid=IwAR214y2Ks6_Stq5NVBVpVM8yZOZLNV-QvIiRNGIo6oDgWrog_0vETuGxfA8


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა